საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ეს საბას დროა | ლობჟანიძემ უგო ლორისს გაუტანა და ტრადიციულად აღნიშნა

MLS-ში რეალ სოლტ ლეიკისა და ლოს ანჯელესის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან პირველი გოლი საბა ლობჟანიძის ანგარიშზეა, მე-18 წუთზე მეტოქის ერთ ფეხბურთელს დაასწრო და უგო ლორისს დაბალ კუთხეში გაუტანა. ამ გოლით ანგარიში 1:1 გახდა, ეს საბას სადებიუტო გოლია რეალ სოლტ ლეიკის რიგებში.

საბამ კალათბურთელ დამიან ლილარდის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა, საათზე მიანიშნებდა. ფეხბურთელი ამ ჟესტით გულიხმობდა, რომ ახლა მისი დროა. საბამ გოლი პირველად ასე დანიაში, რანდერსში თამაშისას აღნიშნა და მას შემდეგ ხშირად იყენებს.

31 წლის ქართველი გარემარბი, რომელიც ზაფხულში ატლანტა იუნაიტედიდნ რეალ სოლტ ლეიკში გადავიდა, ყოველთვის სასტარტოში არაა, როტაციაშია. ლოს ანჯელესთან სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

რეალ სოლტ ლეიკის რიგებში MLS-ში 8 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები