„დაღესტნელები ჩემსავით არ გარისკავდნენ“ - შავკატმა საიდუმლო გაამხილა
UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონი ამჟამად ისედაც ყველაზე კონკურენტულად ითვლება და დაუმარცხებელი ყაზახი მებრძოლის შავკატ რაჰმონოვის დაბრუნება, ყოველივე ამას კიდევ უფრო გაამძაფრებს. შავკატი ჯერჯერობით ოქტაგონში არ გამოჩენილა, თუმცა ბოლო ორი დღეა სოციალური ქსელის საშუალებით, თუ სხვადასხვა გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუებში საკმაოდ აქტიურობს და ამჯერადაც საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
შავკატ რაჰმონოვი
ტრავმა, რომელსაც ამდენი ხანია ვმკურნალობ იან მაჩადო გარისთან ბრძოლის დროს კი არა, ბრძოლის დაწყებამდე მივიღე. შემეძლო ოქტაგონში არ შევსულიყავი, მაგრამ გავრისკე, რადგან ნამდვილი ყაზახები ყოველთვის ასე იქცევიან. ჩემს ადგილზე რომელიმე დაღესტნელი მებრძოლი რომ ყოფილიყო, თუნდაც ხაბიბ ნურმაგომედოვი, ან ისლამ მახაჩევი, ისინი ჩხუბზე აუცილებლად უარს იტყოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს შავკატ რაჰმონოვმა იან მაჩადო გარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ეს წაგება ირლანდიელის კარიერაში ერთადერთი იყო, სანამ ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო დაპირისპირებაში არ დამარცხდა. რაც შეეხება რაჰმონოვს, მან ვარჯიში დაიწყო და წესით, შერეულ ორთაბრძოლებში ძალიან მალე უნდა დაბრუნდეს.