გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის პირველი გოლი სერია A-ში - ქართველმა ფროზინონეს 3 ქულა მოუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის შემდეგ, იტალიის სერია A-ში ქართველი ფეხბურთელის გოლს საკმაოდ დიდი ხანი ველოდით და ლოდინი დღეს დასრულდა - არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფმა გიორგი კვერნაძემ იტალიის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო ბურთით გამოიჩინა თავი და „ფროზინონეს“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

კვერნაძის გუნდი 39-ე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, რაც ანტონიო რაიმონდოს დამსახურება გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა. თითქოს მასპინძლების გამარჯვებას საფრთხე აღარ უნდა დამუქრებოდა, თუმცა „ვენეციას“ რიგებში ცვლილებაზე შესულმა მოთამაშეებმა, ჯონ იებოამ და რიჩი საგრადომ გაიტანეს და ანგარიში 2:2 გახდა. ამის შემდეგ „ფროზინონე“ შეტევაში გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო - მატჩის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე, კვერნაძე საჯარიმოში მშვენივრად გაიხსნა და ტექნიკური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ცნობისათვის, სამ ტურში დაგროვებული 6 ქულით „ფროზინონე“ სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება გიორგი კვერნაძეს, ახალგაზრდა ქართველის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მომდევნო ტურში გიორგი და მისი თანაგუნდელები 12 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველების გოლები უზბეკეთში - ჯიღაური კაჭარავას წინააღმდეგ
ქართველების გოლები უზბეკეთში - ჯიღაური კაჭარავას წინააღმდეგ