წყალბურთელებმა სლოვენია გაანადგურეს - საქართველო პლეი-ოფში ითამაშებს
Aa
Aa

წყალბურთელებმა სლოვენია გაანადგურეს - საქართველო პლეი-ოფში ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მესამე შეხვედრა სლოვენიის ეროვნულ გუნდთან გამართა და მეტოქე დიდი სხვაობით, 24:7 დაამარცხა.

დღევანდელმა მატჩმა თავიდან-ბოლომდე ქართველი წყალბურთელების უპირატესობით ჩაიარა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე პირველი მეოთხედი 6:1 მოუგო, მეორე მეოთხედი 6:4, მესამე 6:1 და მეოთხეც 6:1.

საქართველოს ნაკრებმა სლოვენიამდე ჯერ ბრაზილია დაამარცხა - 17:15, უფრო ადრე კი თურქეთთან მატჩი 16:17 დათმო, თუმცა დღევანდელი გამარჯვების შედეგად პლეი-ოფის საგზური მაინც მოიპოვა. პლეი-ოფის მატჩი ხვალ გაიმართება, თუმცა ჩვენი გუნდის მეტოქის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები