სლოტი სალაჰზე: ის ყოველთვის ჩემს გონებაშია - ეგვიპტელი ზედიზედ 2 სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა
„ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი აცხადებს, რომ მოჰამედ სალაჰი „ყოველთვის მის გონებაშია“ მას შემდეგაც კი, რაც ეგვიპტელი ფორვარდი ზედიზედ ორ სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა.
BBC Sport-ის წყაროების ცნობით, საუდის არაბეთის ლიგა კვლავ დაინტერესებულია 33 წლის ეგვიპტელის შეძენით, რომელმაც აპრილში ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„ვფიქრობ, ნებისმიერი მოთამაშე შეიძლება იყოს ჩემს გონებაში სასტარტო შემადგენლობაში და მო ჩვენთვის გამორჩეული მოთამაშეა. ის ყოველთვის ჩემს გონებაშია, არა აქვს მნიშვნელობა სასტარტოში იქნება თუ სათადარიგოში“– განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ სალაჰმა 29 გოლი გაიტანა გასულ სეზონში, როდესაც „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგა სლოტის პირველ სეზონში მოიგო.
ჯერ უცნობია, დაბრუნდება თუ არა ეგვიპტელი სასტარტო შემადგენლობაში შაბათის მატჩში, რომელსაც „წითლები“ „ლიდსის“ წინააღმდეგ გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ მო „წითლებში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად, 7 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ინგლისურ კლუბში ის „რომადან“ გადავიდა.
გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში, სალაჰმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.