ამორიმი: სტაბილურობა გვაკლია
მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა, პრემიერ ლიგის მე-14 ტურში, „ვესტ ჰემთან“ ფრეზე (1:1) ისაუბრა.
პოტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ „წითელ ეშმაკებს“ ეს მატჩი უნდა მოეგოთ.
„ასეთი გოლები არ უნდა გავუშვათ. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში თამაში არ იყო იდეალური. გვქონდა მომენტები, მაგრამ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ რამდენიმე წუთით პირველ ტაიმში და მეორეშიც, განსაკუთრებით გოლის გატანის შემდეგ. აშკარა იყო, რომ უნდა გაგვემარჯვა, და კუნიასაც ჰქონდა შესაძლებლობა, მოეხსნა ყველა კითხვა“, – თქვა ამორიმმა.
კითხვაზე - გრძნობთ თუ არა ახლა, რომ გუნდს ერთი გატანილი გოლი არ ჰყოფნის? მან ასე უპასუხა.
„დიახ, მე ყოველთვის მაქვს ეს შეგრძნება. ვფიქრობ, ყველას აქვს შეგრძნება, რომ მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. „ბრაიტონის“ წინააღმდეგაც კი 3:0-ს ვიგებდით, შემდეგ კი მეტოქემ კინაღამ ანგარიში გაათანაბრა. ჩვენ გვაკლია სტაბილურობა. საჭიროა მოვუმატოთ“.
შეგხსენებთ, რომ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამჟამად 22 ქულით, მე-8 ადგილზე იმყოფება.