ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი
Aa
Aa

ცვლილება განაცხადში - ტოკიოსთვის ძიუდოისტების შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდა

 

ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში მცირე ცვლილებაა. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძის მაგივრად განაცხადში გიორგი ჯაბნიაშვილი მოხვდა.

ამავე წონაში, IJF-ის პორტალში განაცხადში გვხვდება ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურიც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბექაური ტურნირზე არ იასპარეზებს.

ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

ვაჟები:

  • -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი.
  • -81 კგ. - ზაურ დვალაშვილი
  • -90 კგ. - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი
  • -100 კგ. - ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი 
  • +100 კგ. - გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

გოგონები:

  • -57 კგ - ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი
  • -70 კგ. - მარიამ ჭანტურია
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს გრანდ სლემი 6-7 დეკემბერს გაიმართება. 2025 წელს ეს იქნება ბოლო დიდი სლემის ტურნირი, რომელიც ძიუდოში გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არმან ცარუკიანის პროგნოზი | სომეხი მებრძოლი მერაბის წაგებას ვარაუდობს
არმან ცარუკიანის პროგნოზი | სომეხი მებრძოლი მერაბის წაგებას ვარაუდობს