მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

არმან ცარუკიანის პროგნოზი | სომეხი მებრძოლი მერაბის წაგებას ვარაუდობს

მერაბ დვალიშვილი ისტორიის დასაწერად ემზადება. UFC 323-ის მთავარ მოვლენაში, ქართველი „მანქანა“ პიოტრ იანს დაუპირისპირდება და შეეცდება პირველი მებრძოლი გახდეს, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთი წლის განმავლობაში 4-ჯერ დაიცავს.

დვალიშვილისა და იანის ბრძოლასთან დაკავშირებით TNT Sports-მა UFC-ის მებრძოლების მოსაზრებები მოისმინა. მათმა უმრავლესობამ „მანქანის“ გამარჯვება ივარაუდა და გამოკითხულთაგან ერთადერთი, ვინც იანის მხარე დაიჭირა, არმან ცარუკიანი გახლდათ.

„რთული ასარჩევია. პიოტრ იანი გაიმარჯვებს. ის ჩემი ძველი მეგობარია და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს“, - განაცხადა ცარუკიანმა. დვალიშვილს კი მხარი იან მაჩადო გარიმ, კარლოს პრატესმა, ბო ნიკალმა, ჯეკ დელა მადალენამ, ლეონ ედვარდსმა და სხვებმა დაუჭირეს.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას თბილისის დროით, 7 დეკემბერს ვიხილავთ. ორთაბრძოლა დაახლოებით 08:30-დან დაიწყება. ბუკმეკერები „მანქანას“ გამოკვეთილ ფავორიტად მოიაზრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100 მილიონ გირვანქას იხდიან - სიტი პსჟ-ის გარემარბს უმიზნებს
100 მილიონ გირვანქას იხდიან - სიტი პსჟ-ის გარემარბს უმიზნებს