100 მილიონ გირვანქას იხდიან - სიტი პსჟ-ის გარემარბს უმიზნებს
„პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა გარემარბმა, დეზირე დუემ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ კი „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა Fichajes-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, „ქალაქელები“ ზაფხულში დუეს გადაბირებას გეგმავენ და მზად არიან, 2026 წლის ზაფხულში მის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.
თავის მხრივ, პარიზელები დუეს თამაშით კმაყოფილები არიან და სურთ, მასთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივონ, თუმცა ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
რამდენიმე დღის წინ 20 წლის დუე გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და Golden Boy-ის ჯილდოც მიიღო.
ცნობისთვის, დუე პსჟ-ში 2024 წლის ზაფხულში „რენიდან“. დედაქალაქურმა კლუბმა მასში 50 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველსავე სეზონში დუემ ლუის ენრიკეს გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი „ინტერს“ ორი გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. Transfermarkt-ის შეფასებით, დუეს საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.