RMC-ის ჟურნალისტი: “კვარა? ვფიქრობ, საქმე მენტალურ სისუსტესთან გვაქვს“
გასულ უქმეებს პარი სენ ჟერმენმა მონაკოსთან 0:1 წააგო და ლიგა 1-ის ლიდერობა დაკარგა. საფრანგეთის ჩემპიონატს ახლა ლანსი ლიდერობს.
განსხვავებით ჩემპიონთა ლიგისგან, ლუის ენრიკეს გუნდს შიდა ჩემპიონატში შედარებით უჭირს. სწორედ ამასთან დაკავშირებით, RMC-ის ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ ისაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა.
რიოლო:
„შაბათს ლუი II-ზე თითქოს ჟოაუ ნევეშის ძმა, ვიტინიას ძმა და ფაბიან რუისის შორეული ბიძაშვილი ვნახე. თითქოს ფეხბურთს ისინი თამაშობდნენ. სამივე ნახევარმცველის ასეთი სუსტი თამაში შოკის მომგვრელია.
კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს, მაგრამ თვითონ, თუ იციან როგორ არჩევენ მატჩებს? არ ვიცი. ვფიქრობ, საქმე მენტალურ სისუსტესთან გვაქვს.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის პსჟ 30 ქულით ლიგა 1-ში მე-2 ადგილს იკავებს. რაც შეეხება კვარას, მიმდინარე სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.