ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

კარგი ამბავი: ზურიკომ ვარჯიში განაახლა და შემდეგ ტურში ითამაშებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილი სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ქართველმა ფეხბურთელმა ავადმყოფობის გამო საფრანგეთის თასის მატჩი გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა დიდი ანგარიშით, 11:1 მოიგო.

ლიგა 2-ის მე-16 ტურში „სენტ-ეტიენი'' „დანკერკს'' ესტუმრება. შეხვედრა ექვს დეკემბერს გაიმართება და ამ მატჩში ზურიკო მოედანზე იქნება.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა შემტევმა 13 მატჩში 7 საგოლე მოქმედება დააგროვა: 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა „სენტ-ეტიენი'' დატოვოს. „ბეშიქთაშის'' ხელმძღვანელებმა, რომლებმაც შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტეს, სამიზნეები უკვე განსაზღვრეს. „შავ-თეთრებმა'' სიაში პირველ ნომრად ტერ შტეგენი შეიყვანეს, ფლანგის გასაძლიერებლად ჯეიდონ სანჩოსკენ აიღეს გეზი, ხოლო დავითაშვილთან მოლაპარაკებები გრძელდება. ინფორმაციას თურქული Fanatik-ი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები