ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 24 და 27 ოქტომბერს, ირის ანტმანის გუნდი მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.
პირველი მატჩი, 19:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო მეორე მატჩს, რომელიც 18:00-ზე დაიწყება, მიხეილ მესხი 2 უმასპინძლებს.
ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება 24 ფეხბურთელით, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე დაიწყო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა სუხაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეკა თაბაგარი (ელიტა, თბილისი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სოფიკო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
24 ოქტომბერი, 19:00 | საქართველო - მოლდოვა | დავით პეტრიაშვილი არენა
27 ოქტომბერი, 18:00 | საქართველო - მოლდოვა | მიხეილ მესხი 2
წყარო: ეროვნული ნაკრები