ერთადერთი ბუნდესლიგა 2-ში | ლოჩოშვილის საინტერესო სტატისტიკა
ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ დაცვის ხაზის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და Sofascore-მა ტურის სიმბოლურში 2-ჯერ შეიყვანა.
ლოჩოშვილთან დაკავშირებით, სტატისტიკურმა პლატფორმამ, WyScout-მა საინტერესო მონაცემები გაავრცელა. ლუკა გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დაცვითი დუელების მინიმუმ 76 პროცენტი და საჰაერო ორთაბრძოლების სულ მცირე 60 პროცენტი აქვს მოგებული.
ცნობისთვის, ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 20 ტურია გამართული და ლოჩოშვილის გუნდი სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება. „ნიურნბერგს“ 26 ქულა აქვს და საპლეიოფო ზონას 12 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო გაჩერება მეოთხეადგილოსანი „პადერბორნია“.
გეტყვით იმასაც, რომ ლოჩოშვილს „ნიურნბერგთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2 მილიონი ევროა.