ნოტინგემს შონ დაიჩი ჩაიბარებს
„ნოტინგემ ფორესტი“ შონ დაიჩს ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშნავს. ამის შესახებ Sky Sport-ი იუწყება.
54 წლის სპეციალისტმა ინგლისური კლუბის ჩაბარებაზე ზეპირი თანხმობა განაცხადა. დოკუმენტებზე ხელი ჯერ არ არის მოწერილი, მაგრამ მისი დანიშვნის შესახებ, შესაძლოა, დღესვე გამოცხადდეს.
ამგვარად, შონ დაიჩი შეცვლის ენჯ პოსტეკოგლუს, რომელიც 18 ოქტომბერს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დაიჩი უმუშევარი იყო 2025 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც „ევერტონის“ მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „ნოტინგემ ფორესტი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, მე-18 ადგილს იკავებს. 8 მატჩში გუნდმა 5 ქულა მოაგროვა.