ენჯ პოსტეკოგლუ, ნოტინგემ ფორესტი
Aa
Aa

ნოტინგემი ენჯ პოსტეკოგლუმ ჩაიბარა

„ნოტინგემის“ მთავარი მწვრთნელი ენჯ პოსტეკოგლუ გახდა. ინფორმაციას თავად ინგლისური კლუბი ავრცელებს.

60 წლის ავსტრალიელმა სპეციალისტმა ამ პოსტზე ნუნუ ეშპირიტუ სანტუ შეცვალა.

ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოსტეკოგლუმ „ნოტინგემთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი „ტოტენჰემი“ იყო.

გასულ თვეს ნუნუმ აღიარა, რომ კლუბის მფლობელთან, ევანგელოს მარინაკისთან ურთიერთობა გაუფუჭდა. როგორც მედიაში დაიწერა, უთანხმოება ტრანსფერების გამო გაჩნდა, რომელიც ამ ზაფხულს განხორციელდა.

პორტუგალიელი ინგლუსური კლუბის მთავარი მწვრთნელი 2023 წლის დეკემბერში გახდა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა გასულ სეზონში, 38 მატჩში 65 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, მე-7 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, „ნოტინგემი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 4 ქულით, მე-10 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიპური ცხრიანია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი | სვანაძემ დიეგო დეისაძეზე ისაუბრა
ტიპური ცხრიანია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი | სვანაძემ დიეგო დეისაძეზე ისაუბრა