ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, ნოტინგემ ფორესტი
Aa
Aa

ნოტინგემმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვა | მედია

ნუნუ ეშპირიტუ სანტუ „ნოტინგემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

51 წლის პორტუგალიელი მწვრთნელის გადაყენებას ადასტურებენ Record-ი, Sky Sports-ი, დევიდ ორშტეინი და სხვა ავტორიტეტული წყაროები. უახლოეს პერიოდში კი ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.

გასულ თვეს ნუნუმ აღიარა, რომ კლუბის მფლობელთან, ევანგელოს მარინაკისთან ურთიერთობა გაუფუჭდა. როგორც მედიაში დაიწერა, უთანხმოება ტრანსფერების გამო გაჩნდა, რომელიც ამ ზაფხულს განხორციელდა.

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ცნობით, „ნოტინგემი“ შესაძლოა „ტოტენჰემის“ ყოფილმა თავკაცმა, ენჯ პოსტეკოგლუმ ჩაიბაროს. ამ პოსტზე განიხილება აგრეთვე დომენიკო ტედესკო.

შეგახსენებთ, რომ ნუნუ ინგლუსური კლუბის მთავარი მწვრთნელი 2023 წლის დეკემბერში გახდა. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით, გუნდმა გასულ სეზონში, 38 მატჩში 65 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, მე-7 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, „ნოტინგემი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 4 ქულით, მე-10 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიამ შოუ დადგა“ | როგორ გამოეხმაურა AS საქართველოს გამარჯვებას
„კვარაცხელიამ შოუ დადგა“ | როგორ გამოეხმაურა AS საქართველოს გამარჯვებას