ნოტინგემმა შესაძლოა ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვოს
შესაძლოა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ შესაძლოა „ნოტინგემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი, მატეო მორეტო წერს, ინგლისური კლუბი 51 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის გაშვების შესაძლებლობას განიხილავს.
მისივე ინფორმაციით, ნუნუსა და კლუბის მფლობელს შორის უთანხმოება ტრანსფერების გამო გაჩნდა, რომელიც ამ ზაფხულს განხორციელდა. „ნოტინგემი“ ახალი თავკაცის ვარიანტებს. უკვე განხილავს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელის ხელმძღვანელობით, გუნდმა გასულ სეზონში, 38 მატჩში 65 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, მე-7 ადგილი დაიკავა.