რომას ნუნუ ეშპირიტუ სანტუს დანიშვნა სურს
ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ შესაძლოა „რომა“ ჩაიბაროს. ამის შესახებ Relevo წერს.
გამოცემის ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელიც ამჟამად „ნოტინგემს“ წვრთნის და 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
იტალიელებს მოუწევთ მოლაპარაკებები გამართონ ინგლისელებთან, რათა ეშპირიტუ სანტუს გადასვლაზე შეუთანხმდნენ. მისი მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ „რომა“ 37 ტურის შემდეგ, იტალიის სერია A-ში მე-5 ადგილს იკავებს.