მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ვერ ვხვდები, მესამე რაუნდი როგორ მისცეს“ | უმარმა მერაბზე ისაუბრა

უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან გამართული ორთაბრძოლა გაიხსენა. რუსი მებრძოლი „მანქანასთან“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და „Weighing In“-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულ ჩხუბზე ისაუბრა.

„მესამე რაუნდი... შეიძლება რაღაც გააკეთა, მაგრამ არ ვიცი, მსაჯებმა მესამე რაუნდი როგორ მისცეს. ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი წარსულია. პირველი ორი რაუნდი ძალიან კარგად ჩავატარე, თუმცა მეორე რაუნდში ხელი მოვიტეხე, რის შემდეგაც დარტყმებისას ტკივილს ვგრძნობდი. ყველაფერი ხდება — ზოგჯერ აგებ, ზოგჯერ იგებ, და ამ ბრძოლიდან ბევრი რამ ვისწავლე.“

რატომ აქვს მერაბთან დაპირისპირება: „ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც თქვა, რომ საჩემპიონო ორთაბრძოლას არ ვიმსახურებდი და შანსი ხაბიბის გამო მივიღე. ამაზე ვუპასუხე: „ლაჩარი რატომ ხარ? ჩემთან ჩხუბს თავს რატომ არიდებ?“ მერაბმა პატივისცემაზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მისი პატივისცემა არაფერში მადარდებს. არ მაინტერესებს, მეტოქე ჩემზე რას ფიქრობს ან პატივს მცემს თუ არა.“

როგორ ჩხუბობს მერაბი: „ჩემი აზრით, წლის საუკეთესო მებრძოლი უნდა გახდეს. ტიტულს მეოთხედ იცავს — მსგავსი რამ ჯერ არავის გაუკეთებია და ეს საოცარია. სხვა რაღა უნდა ვთქვა — როგორც მებრძოლი, მართლაც ძალიან მაგარია.“

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 321-ზე გამართავს და მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება. აღნიშნული ღონისძიების მთავარი დაპირისპირება ტომ ასპინალისა და სირილ განის ჩხუბი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი გამარჯვება ლიგა ენდესაში - ბარსას შენგელიამ მოაგებინა
პირველი გამარჯვება ლიგა ენდესაში - ბარსას შენგელიამ მოაგებინა