ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

თოფურია VS პიმბლეტი გადაწყდა? რას წერენ უცხოურ მედიაში

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია ტიტულს, დიდი ალბათობით, პედი პიმბლეტის წინააღმდეგ დაიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე უცხოური ავტორიტეტული გამოცემა ავრცელებს. მათივე მტკიცებით, ქართველისა და ბრიტანელი მებრძოლების დაპირისპირება 2026 წლის 10 იანვარს, UFC 324-ზე, ლოს-ანჯელესში ჩატარდება.

პედი პიმბლეტი ამ დროისთვის მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. „ბედიმ“ ბოლოს მიმდინარე წლის აპრილში, მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ იჩხუბა და მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

თავის მხრივ, ილია თოფურია მსუბუქ წონაში ქამარს პირველად დაიცავს. „მატადორი“ ჩემპიონი 29 ივნისს გახდა, როდესაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ამის შემდეგ, თოფურია ოქტაგონში არ გამოჩენილა.

საგულისხმოა, რომ ორივე მებრძოლი UFC-ში ამ დრომდე დაუმარცხებელია. ილია თოფურიამ MMA-ში ჩატარებული 17 ბრძოლიდან ყველა მათგანი მოიგო, მათ შორის 9 UFC-ში. პიმბლეტმა კი უმაღლეს საბრძოლო ლიგაში ჩატარებული 7 ბრძოლიდან შვიდივე გამარჯვებით დაასრულა, თუმცა, მანამდე სხვა ორგანიზაციებში 3-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ უნდა იჩხუბო ილიასთან | რას ამბობს ხაბიბისა და ისლამის მწვრთნელი
როგორ უნდა იჩხუბო ილიასთან | რას ამბობს ხაბიბისა და ისლამის მწვრთნელი