ყავლაშვილის ძალიან კარგი მატჩი | სენ-ჟილუაზმა ინტერთან წააგო
უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „უნიონ სან-ჟილუაზმა“ „ინტერს“ უმასპინძლა - ბელგიური გუნდის კარს ამჯერადაც 18 წლის გიორგი ყავლაშვილი იცავდა.
პირველი გოლი 62-ე წუთზე ბელგიელთა ფორვადმა, სეკუ კეიტამ გაიტანა, გიორგი ყავლაშვილმა კი თავისი გუნდი გაშვებულ გოლს რამდენჯერმე გადაარჩინა, თუმცა 90+2 წუთზე რობერტს კუკულისმა ანგარიში გაათანაბრა, 90+7 წუთზე კი ლეონარდო ბოვიომ „ნერაძურის“ 3 ქულა მოუტანა.
ყავლაშვილის გამორჩეული მომენტები
3 ტურის შემდეგ „სან-ჟილუაზს“ 3 ქულა აქვს. მომდევნო ტურში ისინი გასვლაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ყავლაშვილს, ის ბელგიაშია დაბადებული. 1,94 მ. სიმაღლის მეკარეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში რეგულარულად იძახებენ. ბოლო სანაკრებო პაუზაზე ის რამაზ სვანაძემ 21 წლამდელებში გამოიძახა, თუმცა ახალგაზრდა მეკარე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.