ჰამბურგი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

დამცავი ნიღბით ითამაშებს - როდის დაუბრუნდება გოჩოლეიშვილი მოედანს

საქართველოს ნაკრებისა და „ჰამბურგის“ მარჯვენა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი სავარჯიშო პროცესს დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირის შუა რიცხვებიდან დაუბრუნდება.

გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი სპეციალური დამცავი ნიღბით ივარჯიშებს და ბუნდესლიგის უახლოესი ტურის განაცხადშიც იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ, „ჰამბურგში“ პირველივე ვარჯიშზე სახის არეში ტრავმა მიიღო. ქართველი მცველი ძელს შეეჯახა, რის შედეგადაც ცხვირი გაუტყდა. ამის გამო, 24 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი გამოტოვა, რომელშიც მისი გუნდი „ლაიპციგთან“ გრედ, 2:1 დამარცხდა.

გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში „ჰამბურგის“ მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი 7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიდევ ბევრი აქვს სასწავლი“ - კრემონეზეს მწვრთნელი ლორთქიფანიძის დებიუტზე
„კიდევ ბევრი აქვს სასწავლი“ - კრემონეზეს მწვრთნელი ლორთქიფანიძის დებიუტზე