ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ერთ დღეს მათი გზები გადაიკვეთება“ - ილიას მენეჯერი მახაჩევთან ბრძოლაზე

ილია თოფურიას მენეჯერმა აბრაამ კავამ, „ელ მატადორის“ ისლამ მახაჩევთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველას სურს თოფურიასა და მახაჩევის ბრძოლის ნახვა. ვფიქრობ, ერთ დღეს მათი გზები გადაიკვეთება. არ ვიცი, რა წონაში მოხდება ეს. თუ ორივეს ქამრები ექნება, მაშინ მათი ბრძოლა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იქნება.

თუ, თოფურია სამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდება, უდიდესთა სიაში იქნება. ეს ნიშნავს, რომ ილია სხვა დონეზე ავა“,

- თქვა „ელ მატადორის“ მენეჯერმა.

თოფურია მსუბუქი წონის ქამრისთვის ხვალ გამთენიისას ჩარლზ ოლივეირასთან იჩხუბებს. მახაჩევის ბრძოლა კი ნახევრადმსუბუქი წონის ტიტულისთვის ჯეკ დელა მადალენასთან წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.

თოფურიას კომენტარი მახაჩევის გეგმებზე

„გამირბის თუ არა მახაჩევი? ისლამი თავის რაღაცებს აკეთებს და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ გამირბოდეს ან თავს მარიდებდეს. მოვიტყუები, რომ გითხრათ, თითქოს გამირბის. ვფიქრობ, წონის კლებით დაიღალა და ახალი გამოწვევა უნდა. ქვესაშუალო წონით დივიზიონში ავიდა და თვლის და ჰგონია, რომ შეუძლია, ორი წონითი ჩემპიონი გახდეს. ჩემი აზრით, ესაა ის, რის გაკეთებასაც ისლამი ცდილობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები