„ლეგენდა, მარიონეტი, ქერა ქალი“ - თოფურია მსუბუქი წონის მებრძოლებზე
Aa
Aa

„ლეგენდა, მარიონეტი, ქერა ქალი“ - თოფურია მსუბუქი წონის მებრძოლებზე

ცნობილმა სპორტულმა გვერდმა sportsnet-მა ილია თოფურია ჩაწერა და „ელ მატადორს“ UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლების მოკლედ დახასიათხება სთხოვეს.

„პედი პიმბლეტი ქერა ქალია. დასტინ პორიე მხეცი. ჯასტინ გეტიჯი საჯარიმო ტომარაა. მაქს ჰოლოუეი ლეგენდაა.

მაიკლ ჩენდლერი რკინაა. რენატო მოიკანო სასაცილოა. ისლამ მახაჩევი მარიონეტია. არმან ცარუკიანი „ცავა ტანემ“ (სომხური გამოთქმა - „მე შენს ტკივილს წაგართმევ“), ის გაიგებს.

ჩარლზ ოლივეირა? ის წარსულია“.

- თქვა ილია თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ თოფურია ოლივეირას ბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენაა, რომელიც 29 ივნისს, თბილისის დროით 08:00-დან დაიწყება.

Face to Face - თოფურია v ოლივეირა

დღეს დილით, UFC-ში ბრძოლის წინა ეგრეთწოდებული Face to Face შედგა.

„მე პატივს გცემ. უბრალოდ მინდა გაჩვენო, რომ საუკეთესო ვარ. იცი, რომ დაგამარცხებ. ბოდიშს გიხდი“, - უთხრა თოფურიამ ოლივეირას.

„დიდებული ბრძოლა იქნება, ყველაფრისთვის მზად ვარ. დიდებული ბრძოლისთვის მზად ვარ. ღმერთმა დაგლოცოს, ყოველთვის“.

- უპასუხა ოლივეირამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები