„პირველი 3-4 წუთი გადამწყვეტი იქნება“ | ჰოლოუეი ილიასა და ოლივეირაზე
მაქს ჰოლოუეი ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას კარგად იცნობს. „დალოცვილს“ ორივე მებრძოლის წინააღმდეგ უჩხუბია და მათ საჩემპიონო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„ჩარლზ ოლივეირა ბევრმა ადამიანმა ჩამოწერა, რაც არ შეიძლება. ეს ბიჭი როგორღაც ყოველთვის პოულობს გზას, რომ გაიმარჯვოს. ჩარლზს დარტყმები ხშირად ხვდება და ყველას გვინახავს, რა ხდება, როდესაც თოფურიას მუშტები მიზანს აღწევს. ამ ჩხუბში, მთავარი და გადამწყვეტი ილიას პირველი დარტყმაა.
ჩემი აზრით, ამ ჩხუბის პირველი 3-4 წუთი უმნიშვნელოვანესი იქნება. საინტერესოა, ილიას პირველ სუფთა დარტყმას ოლივეირაზე რა გავლენა ექნება: გათიშავს თუ დაჭრილი ჩარლზი ჩხუბში დაბრუნდება და როგორღაც გაიმარჯვებს. არ გამიკვირდება, თოფურიამ რომ მოიგოს და არც ის გამიკვირდება, ოლივეირამ გაიმარჯვოს“.
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე თოფურიასა და ოლივეირას შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება და 08:00-დან დაიწყება. ბუკმეკერები გამოკვეთილ ფავორიტად ქართველ მებრძოლს მიიჩნევენ.