ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ოქტაგონს მისი სახით მოვწმენდ“ - ცარუკიანის მორიგი პასუხი

ბოლო ორი დღის განმავლობაში ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის დაპირისპირებამ სერიოზული სახე მიიღო. მას შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი „ელ მატადორისა“ და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლას სწორედ სომეხი სპორტსმენი დააზღვევდა, არმანსა და თოფურიას შორის ჯერჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელში სერიოზული კამათი დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს.

როდესაც ილიამ შეიტყო, რომ მისი და „დუ ბრონქსის“ ბრძოლის დამზღვევი ცარუკიანი იყო, აღნიშნა, რომ არმანს მასთან შანსი არ აქვს და პირველივე რაუნდში დანოკაუტდებოდა, რაზეც სომეხისგან პასუხად მიიღო, რომ თოფურიასთვის ამ დივიზიონში ყველაზე რთული მეტოქე ის არის და ქართველმა უნდა ილოცოს, რომ ოლივეირას არაფერი დაემართოს. თოფურიას პასუხი კი მარტივი იყო: „შე ქინძო, ფოთოლო. წინა ქარდის დროს წონა ვერ ჩააბარე, ამიტომ ახლა მგონია, რომ UFC-ის ხელმძღვანელები რასაც გეტყვიან, ყველაფერს გააკეთებ და შეიძლება ოქტაგონიც მოწმინდო“.

როგორც ჩანს ამ ყველაფერმა ცარუკიანი უზომოდ გააბრაზა და უკვე მუქარაზე გადავიდა. სომეხმა სოციალურ ქსელში თოფურიას მიმართა, რომ მათი ბრძოლის შემთხვევაში ოქტაგონს მისი სახით მოწმენდს, რაზეც წესით და რიგით, ილიასგან უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მძაფრ საპასუხო სვლას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა თბილისის დროით, 29 ივნისს გამთენიისას შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფავორიტი ტყუილად არაა“ | უიტეკერმა ილიასა და ოლივეირას ჩხუბზე ისაუბრა
„ფავორიტი ტყუილად არაა“ | უიტეკერმა ილიასა და ოლივეირას ჩხუბზე ისაუბრა