ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ილიამ ქართულად უპასუხა | ცარუკიანისა და თოფურიას დაპირისპირება სოც ქსელში

არმან ცარუკიანი ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც „ელ მატადორმა“ აღნიშნა, რომ სომეხ მებრძოლს მასთან შანსი არ აქვს და პირველი რაუნდის პირველივე წუთზე ნოკაუტში აღმოჩნდება. ცარუკიანი თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბის დამზღვევი მებრძოლია და ილიას აზრით, ამ გადაწყვეტილებით, მან სერიოზული შეცდომა დაუშვა.

28 წლის სომეხმა „ელ მატადორს“ სოციალურ ქსელში უპასუხა: „გირჩევნია ილოცო, რომ ჩარლზ ოლივეირას არაფერი დაემართოს, რადგან ამ წონით დივიზიონში, შენთვის ყველაზე რთული მეტოქე ვარ. ტყუილად არ ხდება, რომ მე არ მეჩხუბები და საჩემპიონო ქამრისთვის ხვდები მებრძოლს, რომელიც დავამარცხე“.

არმანის კომენტარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თოფურიამ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ილიამ ცარუკიანს ქართულად უპასუხა და დაწერა: „შე ქინძო, ფოთოლო“.

ცარუკიანს კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 გამარჯვებაა. ბოლო ჩხუბში, არმანმა „დუ ბრონქსს“ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო. როგორც მოგეხსენებათ, ცარუკიანი ახალქალაქშია დაბადებული და საქართველოს ხშირად სტუმრობს ხოლმე. ასე რომ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ არმანმა გაიგო, რა უთხრეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძეს სამი ინგლისური კლუბი აკვირდება | ორი პრემიერ ლიგიდანაა
ჩაკვეტაძეს სამი ინგლისური კლუბი აკვირდება | ორი პრემიერ ლიგიდანაა