გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძეს სამი ინგლისური კლუბი აკვირდება | ორი პრემიერ ლიგიდანაა

„უოტფორდის“ ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს სამი მსურველი ჰყავს და მის გადაბირებაზე ინგლისური კლუბები ფიქრობენ. ამ ინფორმაციას Sportsboom-ი ავრცელებს და წერს, რომ „ჩაკვეთი“ პრემიერ ლიგის ორი წარმომადგენელი ინტერესდება.

„გიორგი ჩაკვეტაძე მოთხოვნადი ფეხბურთელია და ზაფხულში, მის გაფორმებას ბარნლი, სანდერლენდი და ბირმინგემი განიხილავენ. უნივერსალმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის კლუბების ყურადღება შთამბეჭდავი გამოსვლებით მიიქცია და შესაძლოა, მისი ტრანსფერი 4-5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდეს“, - წერს Sportsboom-ი.

გამოცემა დასძენს, რომ ქართველი ფეხბურთელი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში დარჩენასაც. თუმცა, პრემიერ ლიგაში თამაში მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. „ჩაკვე“ „უოტფორდში“ ბედნიერია, მაგრამ პრემიერ ლიგაში გადასვლაზე უარის თქმა ძალიან ძნელი იქნება.

„ბარნლი“ და „სანდერლენდი პრემიერ ლიგაში 2024/25 წლების სეზონში დაწინაურდნენ. „კლარეტების“ მთავარი მწვრთნელი სკოტ პარკერია, ხოლო „შავ კატებს“ რეჯის ლე ბრი თავკაცობს. „ბირმინგემს“ რაც შეეხება, „ლურჯების“ მიზანი უმაღლეს დივიზიონში ასვლაა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა. წარსულში, გიორგი „ვულვზს“, „ევერტონსა“ და „ლესტერს“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამირბის თუ არა ისლამი?“ | თოფურიამ მახაჩევზე ილაპარაკა
„გამირბის თუ არა ისლამი?“ | თოფურიამ მახაჩევზე ილაპარაკა