თამაშის გამოტოვებას გადაურჩა | შენგელია საბერძნეთთან ითამაშებს
როგორც 1TV წერს, თორნიკე შენგელია ევრობასკეტზე საბერძნეთთან მატჩს არ გამოტოვებს. იტალიასთან მატჩის მიწურულს შენგელიამ მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არასპორტულად მოიქცა, მეორე ტექნიკური შენიშვნა მიიღო და პარკეტი დატოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს მხოლოდ ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, დღეს საბერძნეთთან ითამაშებს.
მიმდინარე ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა (83-69), რაც ცხადია სენსაციად შეფასდა. მეორე ტურში იტალიამ საქართველოს ნაკრებს 78-62 მოუგო.
დღეს, 31 აგვისტოს მესამე ტურის შეხვედრა საქართველოსა და საბერძნეთს შორის გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.