გამარჯვება ინტერთან | გოგლიჩიძის ბრწყინვალე თამაში
სერია A-ს მეორე ტურში მილანის „ინტერი’’ შინ „უდინეზესთან’’ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა სათადარიგოთა სკამზე საბა გოგლიჩიძე იჯდა, შესვენების შემდეგ თამაშში ჩაერთო, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. საბამ ძალიან კარგად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტის წინააღმდეგ. მისთვის დამახასიათებელი თავდაჯერება, აგრესიული თამაში, ართმევები და ჩაშლები. ასევე, რამდენიმე ეპიზოდში შეტევაში ჩაერთო და საჯარიმოში ჩააწოდა. მოკლედ, ეროვნული ნაკრების შეკრებას შესანიშნავ ფორმაში ხვდება.
საბა გოგლიჩიძის გამორჩეული მომენტები
მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა პირველ ტურში „ჰელას ვერონასთან’’ სათადარიგოთა სკამზე დატოვა. სერია A-ში საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეს’’ მაისურით პირველი მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე’’ ჩაატარა.
საბა „უდინეზეს'' ფეხბურთელი ზაფხულში გახდა, მისი დებიუტი იტალიის თასზე შედგა. ამ მატჩის შემდეგ სერია A-ს სეზონი დაიწყო, „ჰელას ვერონასთან'' მატჩის წინ კოსტა რუნიაიჩმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა:
„გოგლიჩიძე იდეალურ ფორმაში არ იყო, ახლა ყველაფერი რიგზეა. ის და ნიკოლა ბერტოლა ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ისინი ჩვენს სტილს კარგად მოერგებიან. მათ სრულად ვენდობით და გვესმის, რომ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამის გამო ნაკლები სათამაშო დრო ექნებათ“.
„ინტერთან'' გამარჯვების შემდეგ საბა საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთისა (4 სექტემბერი) და ბულგარეთის (7 სექტემბერი) ნაკრებებს უმასპინძლებს.