FIBA-მ საქართველო-ესპანეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკელაშვილი დაასახელა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის პირველი შეხვედრა ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გამართა. ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 83:69 დაამარცხა.
FIBA-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო მამუკელაშვილი დაასახელა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 31:10 წუთი გაატარა. მამუმ 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა. მისი შედეგიანობის კოეფიციენტმა კი +24 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 აგვისტოს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00-ზე დაიწყება.