„ილიას სხვებისგან ეს გამოარჩევს“ | პორიემ ოლივეირას რჩევა მისცა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ბრილიანტმა“ „დუ ბრონქსს“ რჩევა მისცა და განაცხადა, რომ „ელ მატადორის“ გამარჯვებას ვარაუდობს.
„სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი მაკრიტიკებს, რადგან მგონია, რომ ილია გაიმარჯვებს. ასეთი მოსაზრება მაქვს, რადგან ჩარლზს ბევრი დარტყმა ხვდება, თოფურია კი არის მებრძოლი, რომელიც საკუთარ ჯიუ-ჯიცუში დარწმუნებულია. მას ოლივეირასთან დაბლა ჩასვლის არ შეეშინდება.
როდესაც ჩარლზის წინააღმდეგ ვიჩხუბე და მტკივნეულად მოვარტყი, დაბლა არ ჩავყევი და ფეხზე წამოდგომის საშუალებას ვაძლევდი. ოლივერას მტკივნეულად ბევრი მებრძოლისგან მოხვედრია, მაგრამ დაბლა არ მივყვებით, რადგან გარდში სახიფათოა, ილიას კი ამის არ შეეშინდება. როდესაც ოლივეირა გარდში ვერაფერს აკეთებს და მისი მეტოქე ჯიუ-ჯიცუში ძლიერია, ჩარლზი ტყდება.
ოლივეირამ ისე უნდა იჩხუბოს, როგორც ჩემთან. კრივის დისტანციაზე არ უნდა დადგეს და ან ძალიან უკან უნდა იყოს, ან ძალიან ახლოს. კლინჩი ხშირად უნდა გამოიყენოს და თოფურიას მომენტი არ მისცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გველოდება".
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე თოფურიასა და ოლივეირას შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება და 08:00-დან დაიწყება. ბუკმეკერები გამოკვეთილ ფავორიტად ქართველ მებრძოლს მიიჩნევენ.