ერლინგ ჰოლანდი, ფილ ფოდენი
Aa
Aa

მანჩესტერ სიტის დომინაცია | ქალაქელებმა იუვენტუსი გაანადგურეს

„მანჩესტერ სიტიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის G ჯგუფში, პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ტურში, პეპ გუარდიოლას ბიჭები „იუვენტუსს“ დაუპირისპირდნენ, რომელსაც ექვსი ქულა ჰქონდა, და მეტოქე 5:2 გაანადგურეს.

შეხვედრაში ანგარიში მეცხრე წუთზე გაიხსნა და „ქალაქელები“ ჟერემი დოკუმ დააწინაურა. „იუვენტუსმა“ წონასწორობა მე-11 წუთზე, ტენ კოპმეინერსის გოლით აღადგინა, რის შემდეგაც, „მანჩესტერ სიტის“ დომინაცია ვიხილეთ. 26-ე წუთზე, პიერ კალულუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „სიტიმ“ პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

52-ე წუთზე, ერლინგ ჰოლანდმა „ქალაქელთა“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 69-ე წუთზე, თავი ფილ ფოდენმა გამოიჩინა, 75-ე წუთზე სავინიოს ჯერი დადგა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში დუშან ვლაჰოვიჩმა, 85-ე წუთზე დააფიქსირა - 2:5.

ამრიგად, „სიტი“ პლეიოფში H ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, რომელიც „რეალი“ ან „ზალცბურგი“ იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, „ქალაქელები“ „ინტერსა“ და „ფლუმინენსეს“ მოგებულს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამი მანქანით მოვიდა, ხალხი დაანოკაუტა“ | გილბერტ ბერნსი ილიაზე
„სამი მანქანით მოვიდა, ხალხი დაანოკაუტა“ | გილბერტ ბერნსი ილიაზე