ილია თოფურია, გილბერტ ბერნსი
Aa
Aa

„სამი მანქანით მოვიდა, ხალხი დაანოკაუტა“ | გილბერტ ბერნსი ილიაზე

UFC-ის მებრძოლმა, გილბერტ ბერნსმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „დურინიო“ „ელ მატადორს“ კარგად იცნობს და ერთ სპორტდარბაზში უვარჯიშიათ. ბრაზილიელმა სწორედ ერთ-ერთი ვარჯიში გაიხსენა და განაცხადა, რომ თოფურიას საჩემპიონო აურა ყოველთვის ჰქონდა.

„სიგიჟე ხდებოდა, როდესაც ჩვენს სავარჯიშო დარბაზში მოდიოდა. სამი ავტომობილით მოდიოდა და უამრავი ადამიანი ახლდა თან: ოპერატორი, მასაჟისტი, მეორე მასაჟისტი, მწვრთნელი, მეორე მწვრთნელი, მესამე მწვრთნელი... ეს ჯოშ ემეტთან ჩხუბამდე ხდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩემპიონიც კი არ იყო.

თოფურია მის გონებაში უკვე ჩემპიონი იყო და ჩემპიონის აურა თან დაჰყვებოდა. მისთვის გვერდით რომ გაგევლოთ, ამას იგრძნობდით კიდეც. პოლ ჰიუზთან რამდენიმე საოცარი სპარინგი ჰქონდა, Pay per View სპარინგი... კიდევ რამდენიმე ბიჭს ესპარინგა, რომლებიც დაანოკაუტა და ძალიან მაღალი დონის მებრძოლია. გრეპლინგი, ჭიდაობა, სტრაიკინგი... ყველაფერი მაღალ დონეზე აქვს და ვფიქრობ, მარტო ჩარლზისთვის კი არა, ნებისმიერისთვის ცუდი მეტოქეა“.

შეგახსენებთ, რომ ბერნსს „ელ მატადორზე“ ადრეც უსაუბრია და მაშინ თქვა, რომ ილიამ სამი თანაგუნდელი დაუნოკაუტა. „დურინიო“ ბრაზილიელია და ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ასევე ბრაზილიელის, ჩარლზ ოლივეირას მომდევნო მეტოქეზე ასე ლაპარაკობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნოკაუტით მოუგებს“ | როგორია ვოლკანოვსკის პროგნოზი ილიასა და ჩარლზის ჩხუბზე
„ნოკაუტით მოუგებს“ | როგორია ვოლკანოვსკის პროგნოზი ილიასა და ჩარლზის ჩხუბზე