ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ნოკაუტით მოუგებს“ | როგორია ვოლკანოვსკის პროგნოზი ილიასა და ჩარლზის ჩხუბზე

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და ილია თოფურიას ყოფილი მეტოქე, ალექსანდრ ვოლკანოვსკი „ელ მატადორისა“ და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბს გამოეხმაურა. „ვოლკმა“ საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა და ილიას გამარჯვება ივარაუდა.

„ილია თოფურია ძალიან აგრესიული სტილის მქონე მებრძოლია. ბევრს რისკავს, წინ მიდის და ყოველთვის შენს სახესთანაა. დიახ, შეგიძლია, დაარტყა, მაგრამ სანაცვლოდაც მოგიწევს კომბინაციების ატანა. ასეთი მებრძოლის წინააღმდეგ ჩხუბი ყოველთვის ძალიან სახიფათოა.

თოფურია ყველა კომპონენტში სახიფათოა და ოქტაგონზე ყოფნისას, ამ ფაქტორს პატივი აუცილებლად უნდა სცე. ჩემი პროგნოზი ილიას გამარჯვებაა და ვფიქრობ, ჩემპიონი გახდება. მგონია, რომ ოლივეირას დაიჭერს და ძლიერად მოარტყამს. ალბათ, ჩარლზსს საწყის რაუნდებში დაანოკაუტებს. ჩემი პროგნოზი ესაა - ილიას ადრინდელი ნოკაუტი“.

შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე თოფურიასა და ოლივეირას შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება და 08:00-დან დაიწყება. ბუკმეკერები გამოკვეთილ ფავორიტად ქართველ მებრძოლს მიიჩნევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა