ESPN: დურანტი კარიერას ჰიუსტონში გააგრძელებს
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამერიკული სპორტული მედია აქტიურად წერდა, რომ კევინ დურანტი ფინიქსს დატოვებდა.
კევინს ძირითადად მინესოტას უკავშირებდნენ, რადგან იქ მისი ახლო მეგობარი ენტონი ედვარდსი თამაშობს, თუმცა ასე არ მოხდა.
ავტორიტეტული გამოცემა ESPN წერს, რომ დურანტმა ფინიქსი დატოვა და კარიერას ჰიუსტონში გააგრძელებს.
36 წლის ამერიკელის სანაცვლოდ, ფინიქსი ჯეილენ ბრაუნს, დილონ ბრუქსს და 2025 წლის დრაფტის პირველ რაუნდში მე-10 არჩევანს მიიღებს. ასევე მეორე რაუნდის 5 პიკს.
შეგახსენებთ, რომ კევინ დურანტი გასულ სეზონში ფინიქსი“ რიგებში საშუალოდ 26,6 ქულას, 6 მოხსნასა და 4,2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. კარიერის მანძილზე ის „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და ორივე შემთხვევაში ფინალური სერიის MVP-ის პრიზი მიიღო.ა