ლამაზი ცრუმოძრაობა და საგოლე გადაცემა | ოდიშარიას გამარჯვება ლატვიაში
ლატვიის ჩემპიონატის მეოცე ტურში, ლაშა ოდიშარიას „რფს“ გასვლაზე „იელგავას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და სტუმართა გოლი ოდიშარიას ბრწყინვალე თამაშს მოჰყვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ნახევრის 56-ე წუთზე, ოდიშარიამ ფლანგზე შესანიშნავად იმოქმედა. ლაშამ მეტოქე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა, შემდეგ კი იანის იკაუნიეკს ზუსტი პასი გაუკეთა - 1:0.
ოდიშარიამ მოედანზე 84 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „რფს“-მ მიმდინარე სეზონში მე-15 შეხვედრაში იმარჯვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „რფს“ „რიგას“ 2 ქულით ჩამორჩება.