გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ფული დაზოგეს | რატომ ათამაშეს ბოლო ტურში მამარდა და არა დიმიტრიევსკი

ესპანეთის ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ბოლო ტურში, „ვალენსია“ „ბეტისს“ დაუპირისპირდა. „ღამურებისთვის“ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მათ არც გავარდნის საფრთხე ემუქრებოდათ და არც ევროტურნირებზე გასვლის შანსი ჰქონდათ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, „ვალენსიას“ გულშემატკივრები და ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ ძირითად შემადგენლობაში სტოლე დიმიტრიევსკი გამოჩნდებოდა, გიორგი მამარდაშვილს კი დაასვენებდნენ. მითუმეტეს, რომ „მესტალიაზე“ გამართული ბოლო მატჩის შემდეგ, „მამარდა“ გუნდსა და ქომაგებს დაემშვიდობა.

ყველასთვის მოულოდნელად, სასტარტოში ქართველი მეკარე გამოჩნდა და ეს დიმიტრიევსკის არ მოეწონა. AS-ის ცნობით, მატჩის შემდეგ, მას გუნდის თავკაცთან, კარლოს კორბერანთან ცხარე კამათი მოუვიდა. ესპანური გამოცემის მიხედვით, მიზეზი, რის გამოც, „ვალენსიამ“ დიმიტრიევსკი არ ათამაშა, ფინანსებს უკავშირდება.

ჩრდილოეთ მაკედონიელი გოლკიპერის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მას სეზონში მინიმუმ 10 მატჩი რომ ჩაეტარებინა, ბონუსის სახით, 300 000 ევროს მიიღებდა. სტოლეს 9 თამაშში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და „ღამურებმა“ ფული დაზოგეს. დიმიტრიევსკი ამან ძალიან გააბრაზა და დაპირისპირება ამან განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა