„თოფურია-ოლივეირას გამარჯვებულს დაველოდები“ - გეიჯი სატიტულო ბრძოლას ითხოვს
ჯასტინ გეიჯი უკვე დიდი ხანია ფიქრობს, რომ ქამრისთვის ჩხუბს იმსახურებს, რასაც საზოგადოებაში ხან თავად ამჟღავნებს, ხან კი ამის თაობაზე მისი მენეჯერი საუბრობს. ასე მოხდა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ალი აბდელ-აზიზმა განაცხადა, რომ თუ გეიჯის სატიტულო ორთაბრძოლას არ მისცემენ, კარიერის დასრულებაზე სრული სერიოზულობით დაფიქრდება. რაც შეეხება ჯასტინს, ერთ-ერთ ინტერვიუში მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მოუთმენლად ველოდები ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის გამარჯვებულის გამოვლენას, რადგან მათ შორის საუკეთესოსთან დაპირისპირება მსურს. ულტიმატუმს ვუყენებ თუ არა UFC-ის? ვნახოთ, ამისგან რა გამოვა. ახლა ამის თაობაზე საუბარი არ მინდა, რადგან მეშინია ემოციურ ფონზე სისულელეები არ ვილაპარაკო. ჩემი სურვილია რაც შეიძლება მალე გავიდე ოქტაგონზე, მაგრამ ჩემი მეტოქე აუცილებლად მოქმედი ჩემპიონი უნდა იყოს“.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ უკანასკნელი ბრძოლა რამდენიმე თვის წინ გამართა და აზერბაიჯანელი რაფაელ ფიზიევი ხუთ რაუნდში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.