რონალდ კუმანი
Aa
Aa

“შესვენებაზე გარკვეული პრობლემებიც შეგვექმნა“ - კუმანი შვედეთის განადგურების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ნიდერლანდებმა შვედეთი 5:1 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კუმანმა?

„პირველ გოლში ყველაფერი იყო, რაც, გინდა, რომ ნახო. ვიცით, რომ ბრაიან ბრობი ასეთ ეპიზოდებში ძალიან ძლიერია. ყველაფერი ვერბრუგენით იწყება, რომელმაც შესანიშნავი გადაცემა გააკეთა. შემდეგ გამოვიყენეთ ჩვენი სისწრაფე და ბრაიანი კვლავ იქ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო — კართან. მეკარიდან დაწყებული ამაზე სრულყოფილი გოლის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„შედეგი შესანიშნავია, მაგრამ იყო მომენტებიც, როდესაც ვთქვით, რომ უკეთ შეგვეძლო თამაში. სწორედ ამის შემდეგ გახდები სრულყოფილი გუნდი. ეს მატჩი თითქმის ასეთი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ 5:1 მოვიგეთ, იყო ეპიზოდები, როდესაც მეტოქემ თამაში ოდნავ შეცვალა და ამის ამოცნობას ზედმეტად დიდი დრო მოვანდომეთ. ამის გამო შესვენებამდე გარკვეული პრობლემებიც შეგვექმნა.

რა თქმა უნდა, ყველა მატჩის მოგება გვინდა. მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება კი სიმშვიდესა და თავდაჯერებას გაძლევს. ვიცოდით, რომ ეს აუცილებლად მოსაგები თამაში იყო, ამიტომ ზეწოლაც მეტი იყო. თუმცა პირადად მე დაძაბულობა არ მიგრძვნია. როგორც მწვრთნელი, პირველი მატჩის შემდეგ ხედავ, როგორ მუშაობს გუნდი და როგორი დამოკიდებულება აქვთ ფეხბურთელებს. როდესაც ამას ხედავ, ხვდები, რომ ყველაფერი სწორ გზაზეა.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებს ორი მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვთ, შვედეთი კი 3 ქულით მეორე ადგილზეა. ამავე ჯგუფში ამაღამ ტუნისი  (0 ქულა) იაპონიას (1 ქულა) შეხვდება. მესამე ტურის განრიგი კი ასე გამოიყურება: ნიდერლანდები-ტუნისი, იაპონია-შვედეთი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები