„თავიდანვე შევუტევ და დავაფინიშებ“ - ოლივეირა ილიასთან ჩხუბზე
UFC 317-ის მედიადღეს, ჩარლზ ოლივეირამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ილია თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა და ქართველ მებრძოლზეც გააკეთა კომენტარი.
რა თქვა ოლივეირამ:
„მე ვარ ბიჭი, რომელიც მუდმივად გამარჯვების წყურვილით იბრძვის. კვლავ მშიერი ვარ! ეს ბრძოლა ჩემი მემკვიდრეობისთვის, ჩემი ისტორიისთვისაა. მინდა, რომ ახალი ისტორია დავწერო და ამ ბრძოლისთვის ყველანაირად მზად ვარ“.
„ილია ახალგაზრდაა, დაუმარცხებელი, მაგრამ ჩემზე მეტად უნდა გამარჯვება? ნუთუ უფრო მშიერი და მოწყურებულია გამარჯვებას, ვიდრე მე?“
„რა იქნება ჩემი გეგმა? თავიდანვე შევუტევ და ვეცდები, ბრძოლა ვადაზე ადრე დავასრულო. ილიას დავამარცხებ“.
„ყველა ბრძოლას განსხვავებული დონე და მიდგომა აქვს. რა თქმა უნდა, ილია ძლიერი მებრძოლია. ძალიან ახალგაზრდაა და მშიერი. მარცხი არ აქვს და უნდა, ეს სერია გააგრძელოს. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი“.
„სინამდვილეში, ყველამ იცის, რაც მოხდება. ის მორიგი მოლაპარაკე ბიჭი იქნება, რომელიც ჩემს წინ დაეცემა და დამარცხდება“.
ჩარლზ ოლივეირას MMA-ში 45 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 35 მოიგო, 10-ში კი დამარცხდა. ის UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია.
რაც შეეხება თოფურიას, „მატადორმა“ MMA-ში ჩატარებული 16 ბრძოლიდან ყველა მოიგო და დაუმარცხებელია. ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მოიპოვა, რომელიც შემდეგ მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. ამის შემდეგ „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც ქამრისთვის 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იჩხუბებს.