იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ნაგელსმანმა ცვლილება გამოიცნო - უნდავის დუბლი და გერმანიამ კოტ-დ'ივუარი დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში გერმანია კოტ-დ'ივუარს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული დაპირისპირება იხილეს. პირველ ტაიმში მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. ანგარიში კი 30-ე წუთზე კესიმ გახსნა. კოტ-დ'ივუარმა პირველი ტაიმი მოიგო.

მეორე ნახევარში გერმანელები გააქტიურდნენ, თუმცა მომენტებს აფრიკული გუნდიც ქმნიდა.

68-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა უნდავიმ წონასწორობა აღადგინა. შეიძლება ითქვას, რომ იულიან ნაგელსმანმა ცვლილება გამოიცნო, რადგან გამარჯვების მომტანი გოლი კვლავ უნდავიმ გაიტანა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, გერმანიის ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ბუნდეს ნაკრები ეკვადორს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 25 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები