ჯონათან ტა
Aa
Aa

“გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს“ - ტა კოტ-დ'ივუარის დამარცხების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში გერმანია კოტ-დ'ივუარს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბუნდეს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ჯონათან ტამ კომენტარი გააკეთა.

ტა:

„დღეს ზუსტად ის გვქონდა, რაც ტურნირზე წარმატების მისაღწევად არის საჭირო — გამარჯვებულის მენტალიტეტი და ძლიერი გუნდური სული.

არ დავნებებულვართ, ბოლომდე ვიბრძოდით. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თამაშს ახალი ენერგია შემატეს.

განსაკუთრებით მინდა დენიზ უნდავი გამოვყო. მან უბრალოდ გამორჩეული მატჩი ჩაატარა და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, გერმანიის ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ბუნდეს ნაკრები ეკვადორს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 25 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები