მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

უიმბლდონის კვალიფიკაცია - ბოლქვაძე ნახევარფინალში დამარცხდა

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მარიამ ბოლქვაძე WTA რეიტინგის 178-ე ნომერს სელინ ნაეფს დაუპირისპირდა და ორ სეტში 1:6 1:6 განადგურდა.

პირველ სეტში შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა 2 ბრეიკი შეასრულა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მარიამს არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა.

არც მეორე სეტი აღმოჩნდა განსხვავებული. სხვაობა მხოლოდ იმაში იყო, რომ ბოლქვაძემ სამი საკუთარი ჩაწოდება დათმო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ლეპჩენკოს ორ სეტში 7:5 6:4 მოუგო.

ბოლქვაძემ WTA-ს ცოცხალ რეიტინგში 355 ქულით 197-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები