ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

უიმლბდონის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაკ ლამ ვონგს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, ორ სეტში 7:6 7:6 დაამარცხა.

პირველი სეტი საოცრად დრამატული გამოდგა, რომელშიც ბასილაშვილი 2:5-ს აგებდა და სეტის შემოტრიალება შეძლო. საბოლოო ტაი-ბრეიკი სადაც, ნიკოლოზი უკეთესი იყო და 7:1 გაიმარჯვა.

მეორე სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლები იყვნენ. პირველ ორ გეიმში ბასილაშვილმა და ვონგმა ბრეიკები გაცვალეს და საბოლოოდ ყველაფერი კვლავ ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ქართველი აქაც უკეთესი აღმოჩნდა და დამაჯერებლად 7:3 მოიგო.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში არგენტინელ ხუან პაბლო ფიკოვიჩს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის კვალიფიკაციაში მონაწილეობას მარიამ ბოლქვაძეც იღებდა, თუმცა დღეს სელინ ნაეფთან 1:6 1:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები