„დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო“ - ისლამი ჯონსის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
ისლამ მახაჩევმა გუშინდელი დღე შეიძლება ითქვას, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ჩანიშნა და ყველა იმ აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, რაც მის მომავალ ბრძოლასა და შერეულ ორთაბრძოლებში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. ბუნებრივია ისლამი შეეხო ჯონ ჯონსის გადაწყვეტილებას, რომელმაც აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა და შესაბამისად, მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ავტომატურად ტომ ასპინალი გახდა.
ისლამ მახაჩევი
რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ჯონსი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა წასულიყო, თუმცა ჯონმა ყველა აიძულა, რომ მისთვის ლოდინი დაეწყოთ. ყველა იმედოვნებდა, რომ „ბოუნსი“ ტომ ასპინალს დაუპირისპირდებოდა და მეც ვთვლიდი, რომ ყველა შესაძლო ბრძოლას შორის ეს ყველაზე საინტერესო იქნებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა და ვერავინ ვერაფერს შეცვლის, რადგან ჯონ ჯონსი MMA-ში ყველაზე ავტორიტეტული პერსონაა და მას ვერავინ ვერაფერს აიძულებდა.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია, თარიღი კი ჯერჯერობით არა. ჯეკ დელა მადალენასთან ქვესაშუალო დივიზიონის ისლამის საჩემპიონო ჩხუბს ოქტომბერში, ან ნოემბერში ვარაუდობენ.