კვარა და პსჟ ნანტით იწყებენ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი
Aa
Aa

კვარა და პსჟ ნანტით იწყებენ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2025-2026 წლების სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა. ლიგა 1 სტარტს 17 აგვისტოს აიღებს და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ხვიჩა კვარაცხელიაა, ტურნირს სტუმრად „ნანტთან“ მატჩით დაიწყებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით ამ კლუბის აპელაცია არ განუხილავთ, ჯერჯერობით ისევ უმაღლეს ლიგაშია „ლიონი“ და გიორგი მიქაუტაძისა და მისი თანაგუნდელების მეტოქე სტუმრად „ლანსი“ იქნება.

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ გასული სეზონის შედეგების მიხედვით ლიგა 2-ში დაქვეითდა, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით 24 წლის ქართველი ფეხბურთელი „მწვანეებში“ არ დარჩება და კარიერას ისევ უმაღლესი დივიზიონის რომელიმე გუნდში განაგრძობს. მომავალი ჩემპიონატი სხვა წამყვანი ტოპ-ლიგების მსგავსად, იქიდან გამომდინარე რომ მომდევნო ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატია, შედარებით ადრე, 16 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს ჯერ წლევანდელი სეზონიც არ დაუსრულებიათ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობენ, სადაც მერვედფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა