თავიდან არასწორად გამოაცხადეს | თოფურიამ და ოლივეირამ წონა ჩააბარეს
ილია თოფურია UFC 317-ზე იჩხუბებს, რომელიც კვირას დილით გაიმართება. „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება.
დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა. ქართველი მებრძოლი პირველი გავიდა და თავდაპირველად, ადამიანმა, რომელიც მებრძოლთა წონას აცხადებს, 70.5 კგ დაასახელა, რაც საჩემპიონო წონა არაა. ამის შემდეგ, სასწორს კიდევ ერთხელ დახედა და 70.3 კგ გამოაცხადა. ოლივეირას რაც შეეხება, „დუ ბრონქსი“ 70 კილოგრამს იწონის.
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე თოფურიასა და ოლივეირას შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება და 08:00-დან დაიწყება. ბუკმეკერები გამოკვეთილ ფავორიტად ქართველ მებრძოლს მიიჩნევენ.