ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვილიარეალმა მიქაუტაძე წარადგინა

ვილიარეალმა“ გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად წარადგინა.

საქართველოს ნაკრების წევრი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გუნდს შეუერთდა, ის ესპანურ კლუბში 9 ნომერი მაისურით ითამაშებს.


ლიონის“ განცხადებით, გარიგების ღირებულება 31 მილიონი ევროა, კიდევ 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. კონტრაქტი 2031 წლამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით, სულ 49 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა.

ქართველ ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებლება 22 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა | მიქაუტაძე ლიონიდან ვილიარეალში
ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა | მიქაუტაძე ლიონიდან ვილიარეალში