გიორგი შერმადინი
Aa
Aa

იმედი მაქვს, კიდევ ვითამაშებ | შერმადინმა მარკოიშვილს გაასწრო

კალათბურთში, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ქართველ მექულეთა შორის გიორგი შერმადინმა მანუჩარ მარკოიშვილს 2 ქულით გაასწრო და 248 ქულით მესამე ადგილზეა, ოთარ ქორქიასა (357) და თორნიკე შენგელიას (299) ჩამორჩება.

კვიპროსთან მატჩში შერმადინმა 6 ქულა დააგროვა და ამ შეხვედრის შემდეგ მესამე ადგილზეა. მატჩის შემდეგ შერმადინმა გამოთქვა იმედი, რომ ეროვნულ ნაკრებში კიდევ ითამაშებს.

საუკეთესო ათეული ასეთია: 1. ოთარ ქორქია (357), 2. თორნიკე შენგელია (299), 3. გიორგი შერმადინი (248), მანუჩარ მარკოიშვილი (246), ვიქტორ სანიკიძე (220), ზაზა ფაჩულია (216), ზურაბ საკანდელიძე (201), დუდა სანაძე (189), გიორგი ცინცაძე (170),  მიხეილ ქორქია (129).

ასეე გეტყვით, რომ მატჩის შემდგე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ განაცხადა, რომ გიორგი შერმადინი ნაკრებს ნოემბრის შეხვედრებში დაეხმარება.

თორნიკე შენგელია შერმადინზე: „გიორგი შერმადინი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურაა, ვინც კი ოდესმე გყოლია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. მან თქვა, რომ ევრობასკეტის შემდეგ სანაკრებო კარიერას ასრულებს, თუმცა ჩვენ მას მაინც ველით ნოემბრის მატჩებში. ისეთ წინადადებას შევთავაზებთ, რომ უარს ვერ იტყვის (იცინის). როგორც გუნდის კაპიტანი, თავს უფლებას მივცემ და სახალხოდ ვიტყვი, რომ გიორგი შერმადინი ნოემბერშიც ჩამოვა და დაგვეხმარება. თანაგუნდელებს გვითხრა, რომ ნოემბერშიც ითამაშებს. იმედი მაქვს, 200-მატჩიან ნიშნულზე ავა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები